пятница, 10 июля 2015 г.

პროექტის პორტფოლიო

მეცხრე დღე
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოვამზადე მასალა პრეზენტაციისთვის, პროექტის გეგმის ჩეკლისტის გამოყენებით გადავავლე თვალი გეგმას და შევიტანე ცვლილებები.
მომდევნო ეტაპზე განვიხილეთ ტრენინგის მონაწილეთა პორტფოლიოები და ჩავინიშნე, რა დეტალები იყო შესასწორებელი მომავლისთვის.
ინტელის ტრენინგკურსმა წარმოაჩინა ის პრობლემები და საჭიროებები, რომლებიც იკვეთება პროექტზე მუშაობის დროს.
ვფიქრობ, რომ პროექტებით სწავლება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
საკმაოდ სასიამოვნოა ტრენერთან, გვანცა სალიასთან, ურთიერთობა.
 გულისხმიერი და ყურადღებიანი ტრენერი ტრენინგის წარმატების გარანტია.

четверг, 9 июля 2015 г.

მერვე დღე
დღევანდელი დღე მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებს დაეთმო.
გავიაზრე, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების გასაუმჯობესებლად, რა პროცედურებია საჭირო კომპიუტერთან მუშაობის პროცესში მოსწავლეების დასახმარებლად.
სასწავლო პროექტზე მუშაობა ითხოვს მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებას, პასუხების გაცემა შეუძლებელია მხოლოდ ფაქტების გახსენებით, ამოტომაც ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას და პასუხობს მათ ინტერესებს. ღრმად და საფუძვლიანად თემის შესწავლა პროექტის ფარგლებში კი აკმაყოფილებს საგნობრივ სტანდარტს.
პროექტებით სწავლება აერთიანებს შინაარსსა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ამავდროულად არის საუკეთესო უკუკავშირის განხორციელების გზა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.
ტექნოლოგიების მოხერხებულად გამოყენება დამეხმარება დასახუკლი მიზნების მიღწევაში.

вторник, 7 июля 2015 г.

   მეშვიდე დღე

მეექვსე მოდულზე მუშაობამ საშუალება მომცა გავაანალიზო დიფერენცირებული სწავლების ნიუანსები, რაც დამეხმარება შევქმნა მოსწავლეებისთვის საჭირო მოქნილი სასწავლო გარემო, მშვიდი და ინტერაქტიული ადგილებით, ვასწავლო ისეთი წესები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას. გავიაზრე, როგორ უნდა გავითვალისწინო მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტი (გარდნერის თეორიის შესაბამისად), ვიმუშავე ბლოგის დიზაინის შეცვლასა და პორტფოლიოს ბმულის ჩაშენებაზე ბლოგში.
დღევანდელი დღე დამეხმარება პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა და შევქმნა მათთვის საინტერესო გარემო. ყოველივე დაეხმარება მოსწავლეებს, რომ მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს.  

пятница, 3 июля 2015 г.

მეექვსე დღე

         დღეს ყურადღება გავამახვილეთ სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაზე. მოვირგე მოსწავლის როლი, პროექტის ფარგლებში შევქმენი სავარაუდო პრეზენტაცია და წარვადგინე აუდიტორიის წინაშე.
           მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომი დამეხმარა გამეგო, რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.
           საინტერესო იყო უკუკავშირი. მიღებულ რჩევებს გავითვალისწინებ პროექტის დასახვეწად.
           
ადვილი არ იყო მოსწავლეობა. მგონი მასწავლებლობაზე რთულია

вторник, 30 июня 2015 г.

მეოთხე  დღე
მეოთხე დღე დაეთმო  პროექტის შეფასების გეგმაზე მუშაობას, გავამახვილე ყურადღება, თუ რა უნდა გავაკეთო პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, დავალებების სახეებზე და პროექტის დასრულების შედეგად მიღებული საბოლოო ნამუშევრის ფორმაზე.
 შეფასების ფორმებზე მუშაობა დამეხმარება გავითვალისწინო მოსწავლეთა ინდივიდუალური მონაცემები,რათა განუმტკიცდეთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისადმი
და საბოლოო შედეგი იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული.
დაგვევალა გეგმის საბლონში სტანდარტების დამოუკიდებლად შეტანა.
დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

пятница, 26 июня 2015 г.

მესამე დღე

დღევანდელი დღე შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული იყო. ვიმუშავე  სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე, თემის შინაარსის ჩამოყალიბებაზე, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ნიმუშებზე.
მსგავსი ტიპის მუშაობა დამეხმარება გაკვეთილის მსვლელობისას მიზნმიმართულად მივყვე შესასწავლი  თემის განხილვას კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოების საფუძველზე.

четверг, 25 июня 2015 г.

დღე მეორე

     ტრენინგის მეორე დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო,.შევისწავლე  პუბლიკაციის მომზადება პროექტის თემაზე, ბროშურებისა და გაზეთების შაბლონების დამუშავება საჭიროების შესაბამისად, შინაარსის მიხედვით საინტერესო ინფორმაციისა და სურათების მოძიება-შენახვა- გადატანა.
მიღებული ცოდნა საშუალებას მომცემს პროექტზე მუშაობა გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო.
დრო ძალიან მალე გავიდა და , მიუხედავად ბევრი ინფორმაციისა, დაღლა არ მიგრძვნია.