вторник, 30 июня 2015 г.

მეოთხე  დღე
მეოთხე დღე დაეთმო  პროექტის შეფასების გეგმაზე მუშაობას, გავამახვილე ყურადღება, თუ რა უნდა გავაკეთო პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, დავალებების სახეებზე და პროექტის დასრულების შედეგად მიღებული საბოლოო ნამუშევრის ფორმაზე.
 შეფასების ფორმებზე მუშაობა დამეხმარება გავითვალისწინო მოსწავლეთა ინდივიდუალური მონაცემები,რათა განუმტკიცდეთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისადმი
და საბოლოო შედეგი იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული.
დაგვევალა გეგმის საბლონში სტანდარტების დამოუკიდებლად შეტანა.
დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

пятница, 26 июня 2015 г.

მესამე დღე

დღევანდელი დღე შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული იყო. ვიმუშავე  სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე, თემის შინაარსის ჩამოყალიბებაზე, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ნიმუშებზე.
მსგავსი ტიპის მუშაობა დამეხმარება გაკვეთილის მსვლელობისას მიზნმიმართულად მივყვე შესასწავლი  თემის განხილვას კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოების საფუძველზე.

четверг, 25 июня 2015 г.

დღე მეორე

     ტრენინგის მეორე დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო,.შევისწავლე  პუბლიკაციის მომზადება პროექტის თემაზე, ბროშურებისა და გაზეთების შაბლონების დამუშავება საჭიროების შესაბამისად, შინაარსის მიხედვით საინტერესო ინფორმაციისა და სურათების მოძიება-შენახვა- გადატანა.
მიღებული ცოდნა საშუალებას მომცემს პროექტზე მუშაობა გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო.
დრო ძალიან მალე გავიდა და , მიუხედავად ბევრი ინფორმაციისა, დაღლა არ მიგრძვნია.

вторник, 23 июня 2015 г.

დღე პირველი

კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით. პროექტებით მუშაობა ძალიან საინტერესოა ხოლმე მოსწავლეებისთვის და ამიტომაც განსაკუთრებით საჭიროა ასეთი ტრენინგი. პედაგოგი უნდა ფლობდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. ზოგი რამ ვიცოდი, ზოგიც დღეს გავიგე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო.